ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ბავშები ზუგდიდის სოფელ ოქტომბერში ცხოვრობნენ

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 მოზარდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა.
აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა. შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. ხანძარს გადაურჩა ბებია, თუმცა პატარების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს მცირეწლოვნები დაღუპული დახვდა.
ამავე თემაზე:




