ოკუპირებულ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ოთახში მდებარე ბენზინის ავზი აფეთქდა. ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. ხანძარს გადაურჩა ბებია, თუმცა პატარების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს მცირეწლოვნები დაღუპული დახვდა.




