ზუგდიდში ხანძარს მამაკაცის სიცოცლე ემსხვერპლა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, ცეცხლის ლიკვიდაცია მოხერხდა, თუმცა მეხანძრეებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.








