ზუგდიდში 2 მცირეწლოვანი ხანძარს ემსხვერპლა

ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარს 6 წლამდე ძმები ემსხვერპლნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. არსებობდა საფრთხე ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების, თუმცა, რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ხანძრის სრულად ჩააქრეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეზობლების ინფორმაციით, დედა და 4 მცირეწლოვანი ბინაში მდგმურად იმყოფებოდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.








