სენაკში, ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

სენაკის მუნიციპალიტეტში, ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.
რეკონსტრუქციის ფარგლებში: 1 374 გრძივ მ-ზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი; მოეწყო სახიდე გადასასვლელები, ასევე – მილხიდები და ახალი სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით – 474 722 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.




