ფსოუში მომხდარ მკვლელობის საკითხზე საქმე აღიძრა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ოკუპირებული აფხაზეთის ფსოუს მონაკვეთზე, მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა. ინფორმაცია აფხაზურ მედიაში ვრცელდება.
ინციდენტის მონაწილეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, მათი ძებნის სამშაოები მიმდინარეობს.
ფსოუზე სროლა გუშინ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ამავე თემაზე:




