რუხში ახალშობილის მიტოვების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ჩვისლის მიტოვების საქმეზე, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
ახალშობილი რუხში ადგილობრივმა მცხოვრებმა შუახნის ქალმა იპოვა და პოლიციას დაურეკა. რის შემდეგაც ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოშო გადაიყვანა. ინფორმაცია stv.ge-მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.




