გაგრაში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლზე, კერძოდ გაგრის სოფელ ალახაძში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა იწვევს ზღვის ძუძუმწოვარა ბინადრების სიკვდილიანობას.
რამდენიმე კვირის წინ დე-ფაქტო აფხაზეთის გარემოს დაცვითმა და ვეტერინარულმა სამსახურებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რაზე დაყრდნობით გააკეთეს განცხადება ,,სამსახურებს” არ განუმარტავთ.




