ფოთში ზღვამ ძველი ნავი გამორიყა

ფოთში, შუქურასთან ახლოს ზღვამ ძველი ნავი გამორიყა.
,,ვინ იცის, ვისი იყო და სად უმოგზაურია… ცერისსიმსხო ხელნაკეთი ლურსმნები ამოსჩრია ალაგ-ალაგ, შერჩენილი აქვს ხოფების გასაყრელი რგოლებიც…” წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი, რომელიც ერთ ერთია ვინც ნავის ფრაგმენტები აღმოჩინა.




