27 თებერვალს, აფხაზეთში მედიის მუშაკების პროფესიული დღე აღინიშნება

დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში მედიის დღეს აღნიშნავენ. თარიღი 1919 წელის 27 თებერვალს გაზეთ „აფსნის“ გამოსვლას უკავშირდება. მედიის წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღი დღეს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიულოცა.
„ამ დღესასწაულზე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მუშაობისთვის, ობიექტურობისა და პროფესიონალიზმისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ გააგრძელებთ თქვენი პროფესიული მოვალეობის ერთგულებას და ოპერატიულად გააშუქებთ ჩვენს რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს და თქვენს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აფხაზეთის იმიჯის გაუმჯობესებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შემოქმედებით წარმატებებს!” წერია ბჟანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




