ნაჩო სანჩეს ამორი: თქვენ უკვე გაქვთ დამსახურებული სტატუსი, მოხარულები ვართ, რომ საქართველოდან იგრძნობა ძალისხმევა და ქვეყანა მიზანზეა ორიენტირებული

თქვენ უკვე გაქვთ დამსახურებული სტატუსი და პროგრესზე მუშაობთ. თქვენი არჩევნები უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტით. საქართველო კანდიდატი სახელმწიფოა და ეს სტატუსი მოითხოვს უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ მივესალმებით და მოხარულები ვართ, რომ საქართველოდან იგრძნობა ძალისხმევა და ქვეყანა მიზანზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„როგორც იცით, მე მკაცრად ვაკრიტიკებდი ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ უკრაინა-მოლდოვისთვის სტატუსს და საქართველოსთვის სტატუსის გადავადებას. ახლა ეს პოლიტიკური შეცდომა გამოსწორებულია. ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ახალი სტატუსი დამატებით პასუხისმგებლობას სძენს და ბევრი რეკომენდაციაა შესასრულებელი. ვიცი იქნება გამოწვევებით სავსე პერიოდი. ჩვენ გვაქვს არჩევნები, თქვენც გაქვთ არჩევნები. უნდა დაველოდოთ ახალ კომისიას და პროცესები ამის გამო სწრაფად ვერ წავა, მაგრამ თქვენ უკვე გაქვთ დამსახურებული სტატუსი და პროგრესზე მუშაობთ. თქვენი არჩევნები უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტით. საქართველო კანდიდატი სახელმწიფოა და ეს სტატუსი მოითხოვს უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ მივესალმებით და მოხარულები ვართ, რომ საქართველოდან იგრძნობა ძალისხმევა და მიზანზეა ქვეყანა ორიენტირებული. პოლიტიკური პარტიები ორიენტირებული უნდა იყვნენ მთავარზე. ხელისუფლება, მთავრობა და ოპოზიცია უნდა დაკავდეს რეკომენდაციების შესრულებაზე. პარლამენტის მუშაობა მნიშვნელოვანია, პოლარიზების შექმნილი განცხადებებისგან თავის არიდებაა საჭირო და როდესაც მე ვსაუბრობ პოლარიზებაზე, მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ მთლიან პოლიტიკურ კლასს. ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს იმ მიზნის გარშემო, რასაც გაწევრიანება ჰქვია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ახლა არსებული სხვაობა შესავსებია, რადგან მათ მოლაპარაკებებზე აქვთ თანხმობა და ახლა საერთო მიზანი ამ სხვაობის დაძლევა უნდა იყოს, რათა ზუსტად იმ პოზიციაზე იყოს საქართველო, რაც აქვს უკრაინას და მოლდოვას. ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი, რაც ყველა პოლიტიკოსს გააერთიანებს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანდება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანდება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა


