დათა კუკავა წალენჯიხის მერიაში დაკავებულთა საქმეზე: იკვეთება მერის პასუხისმგებლობაც

“ამ საქმეში იკვეთება მერის პასუხისმგებლობაც, იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტში მერი არასდროს არ იმყოფება და ფაქტობრივად წალენჯიხის მერიაში არის სრული ქაოსი და განუკითხაობა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, დათა კუკავამ განუცხადა.
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს, ადგილზე საკმაოდ მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოყვა. Მმართველი გუნდის წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ ეს არის შედეგი იმ კოალიციური მმართველობის, რაც დაფუძნდა წალენჯიხის მერიაში.
„წალენჯიხის მაგალითზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ წალენჯიხაში ვერ გაამართლა კოალიციურმა მთავრობამ. Გია ხარჩილავა არის მუნიციპალიტეტის მერი და შესაბამისად, მარტო თანამშრომლების პასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ მერის პასუხიამგებლობაც. Რაც მოხდა ფაქტი არის ძალიან მძიმე და ცუდი”,-განაცხადა დათა კუკავამ.
Შეჩერებული პროექტები, გაუმართავი მენეჯმენტი, კოალიციური ქაოსი და დაკარგული მერი – ეს არის ის მძიმე პოლიტიკური რეალობა წალენჯიხაში, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს და აცხადებს, რომ კოალიციურ მერიაში, ხელმძღვანელი პირების სამსახურეობრივი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, აზარალებს მოსახლეობის ინტერესებს, ხოლო აღნიშნულ საქმეში მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები.
„Წალენჯიხა დიდი ხანია მიატოვა ადგილობრივმა ოპოზიციურმა ხელისუფლებამ. ისინი არ აკეთებენ საქმეს, ვერ ითვისებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილ თანხებს, ფაქტობრივად წალენჯიხა გაჩერებულია და ამ ფონზე გუშინ, დადასტურდა სამწუხაროდ ცუდი ფაქტი კორუფციის ნიშნები. Ჩვენ “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით არ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას და დაველოდებით გამოძიების შედეგებს”, – განაცხადა დათა კუკავამ.
Შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, ანტიკორუფცოული სამსახურის წარმომადგენლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი დააკავა. მოგვიანებით ფაქტს წალენჯიხის მერი გიორგი ხარილავა გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„1.წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი თავიდანვე იყო კორუფციასთან ბრძოლა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ მერიაში ამოძირკვულია მისი სისტემური ხასიათი და ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული,ერთადერთი ფაქტი!
2.ორივე მათგანი,(დაკავებული),დიდი ხნის თანამშრომლები არიან და აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით.
3.ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული,რა მოხდა და უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან!ძალიან ვთხოვ ყველას,გამოძიების დასრულებამდე,თავი შევიკავოთ მთლიანად მერიის რეპუტაციული ზიანისგან!” – ნათქვამია წალენჯიხის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




