ჩხოროწყუს მერი მოქალაქეებს შეხვდა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ მოქალაქეთა მიღება გამართა.
ადგილობრივები მერს თავიანთ საჭიროებებზე ღიად ესაუბრნენ და პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
განცხადებები ძირითადად, სოციალურ,ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის საკითხებს შეეხებოდა.
ჯუმბერ იზორიამ მოქალაქეთა საჭიროებები დეტალურად განიხილა და შესაბამის სამსახურებს თითოეულ განცხადებაზე დროული რეაგირება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები ოთხშაბათი და პარასკევია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მერი ადგილობრივებს ყოველდღიურად იღებს.




