11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

აბაშის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „აბაშობა- 2025“, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ გმირთა – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართება.
პროგრამას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:
„15:00 – „საპატიო აბაშელის“ წოდებებით, აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლით დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით
16:30 საათიდან:
- ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა
- აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული აბაშაში მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების, ფოტო-სურათების, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა
- კლასიკური მუსიკის კონცერტი – ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტი
17:00-18:00 – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეების დათვალიერება, მეგრული კერძების მასტერკლასი
18:00 – გალა კონცერტი „თბილისური კვარტეტის“ მონაწილეობით
19:00 – ფოიერვერკი
ღონისძიების წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე“




