ზუგდიდში, ორ განახლებულ სკოლას განათლების მინისტრი სტუმრობდა

ზუგდიდში, ორი საჯარო სკოლა, ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. სრულად რეაბილიტირდა მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა და ზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლა.
რეაბილიტირებული სკოლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დაათვალიერეს.
მინისტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო სივრცეებს გაეცნო და სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
ორივე საჯარო სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები, მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული ოთახი, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლების რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
მიმდინარეობს ნაწულუკუს და აფხაზეთის XI საჯარო სკოლის მშენებლობა და ჭითაწყარის საჯაროს სკოლის სრული რეაბილიტაცია. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სკოლას.




