დარჩელში 180 ბავშზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

დარჩელში, 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები. საბავშვო ბაღი უახლესი ტექნიკითა და ავეჯით უზრუნველყოფილია.
დარჩელის საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა და პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.
2012 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდა 14 საბავშვო ბაღი, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 27 ბაღს.





