stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

სენაკში „ქალაქის დღე“ აღინიშნა

16.09.2025 / 16 სექტემბერი 2025
სენაკში „ქალაქის დღე“ აღინიშნა

16 სექტემბერს, სენაკში, „ქალაქის დღე“ აღინიშნა.

სახვითი ხელოვნების გალერეაში, გაიმართა ოქროს ფონდში დაცული ფერწერული ტილოების გამოფენა.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, ახალგაზრდული შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, კონცერტი – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

გაიმართა სპორტული აქტივობები – ტურნირები ქართულ ჭიდაობასა და ნარდში. ნარდის ტურნირში გამარჯვებულებს, სენაკის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ფულადი ჯილდოები გადასცა.
სენაკმა უმასპინძლა ქალაქის ღირსეული შვილის, მსოფლიოში აღიარებული მხატვარ-ფერმწერის, არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელისა და პრემიების ლაურეატის, პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრის, სენაკის საპატიო მოქალაქის, მწერალ ემელიანე (რეზო) ადამიას ნამუშევრების გამოფენას – „მეგრული ოდები“.

სიმბოლურად, ქალაქის დღეს გაიხსნა 1976-84 წლებით დათარიღებული ხელოვნების ძეგლის – „ხსოვნის კუბის’’ მემორიალური დაფა, რომლის ავტორები არიან სენაკის ღირსეული შვილები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, არაერთი პრემიისა და საპატიო ტიტულის მფლობელები, არქიტექტორები – ვახტანგ დავითაია და გიული გეგელია, ასევე – არქიტექტორი – შოთა ბოსტანაშვილი. ძეგლის მოქანდაკეა ვაჟა მელიქიშვილი.

საღამოს, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი, ანრი ჯოხაძე და „რანინელები“ – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.

ღონისძიებას საქართველოს პარალმენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სენაკელები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, გამოსვლისას აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ ჩემი მერობის პერიოდში, საფუძველი კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციას ჩავუყარეთ – ჩვენი მშობლიური ქალაქის დღის აღნიშვნას.

გმირების ქალაქზე ზრუნვა და მისი შემდგომი განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ კოლხური ქალაქის ფასეულობები.”

წინა პოსტი

დარჩელში 180 ბავშზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის ახალმა მულტიფუნქციურმა სპორტკომპლექსმა ფუნქციონირება დაიწყო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში დედაენის დღე აღინიშნა

სენაკში დედაენის დღე აღინიშნა

სენაკში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა

სენაკში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა

სენაკში, მხატვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სენაკში, მხატვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა