პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს სენაკის მერობის კანდიდატად კვლავ ვახტანგ გადელია დაასახელა

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის – მეორე ვადით მერობის კანდიდატად წარდგენისთვის.
ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის, მოსახლეობის, თითოეული ოჯახისა და მომავლის წინაშე.
ჩემი მერობის პერიოდში, ჩვენ ერთად არაერთი წარმატება მოვიპოვეთ, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები, ჩვენ გავუღეთ კარი ახალ შესაძლებლობებს – სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან ყველა ის წამოწყებას, რომელიც ჩემს სენაკელებთან ერთად დავგეგმეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უსაფრთხო გარემოსთვის, ეკონომიკური ზრდისა და სენაკის განვითარების ახალი ეტაპისთვის.
ჩემთვის მთავარი სტიმული ყოველთვის იყო და იქნება ჩემი თანაქალაქელების ნდობა და მხარდაჭერა. სწორედ ეს მხარდაჭერა და სიყვარული მაძლევს ძალას, ყოველდღიურად ვიბრძოლო სენაკის უკეთესი მომავლისთვის.
მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, ერთიანობითა და მიზანდასახულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას. ერთად გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც სენაკს აქცევს თანამედროვე, უსაფრთხო და მზარდ ქალაქად, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისთვის.
მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. წინ დიდი პროექტებია და მჯერა, რომ სასიკეთო საქმეებს ერთად, წარმატებით განვახორციელებთ!
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება სენაკს!




