დავით ბუკია: მეორედ წარვსდგე თქვენს წინაშე მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად – ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა

მეორედ წარვსდგე თქვენს წინაშე მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად – ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა!
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს – ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ გუნდს და ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატს – გიორგი ხახუბიას, გამოცხადებული ნდობისათვის.
ხობი, ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას, გამორჩეულ, გულისხმიერ ხალხსა და უნიჭიერეს ახალ თაობას.
მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში წარმატებით შევასრულეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის, ჩემი გუნდის დაუღალავი შრომისა და თითოეული ხობელის უშუალო ჩართულობის გარეშე.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხობელების თანადგომით, კიდევ ერთხელ მომეცემა შესაძლებლობა ერთგულად ვემსახურო ჩემს ხალხს და მათთან ერთად მოვიპოვო შემდგომი გამარჯვებები, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების გზაზე.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება ხობს!
მსგავსი სიახლეები

გიორგი ნაჭყებია: ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიზრუნო თითოეული მარტვილელის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში, პარვიზ ისმაილზადას და კონსულს ანარ ქაზიმს შეხვდა


