გიორგი ნაჭყებია: ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიზრუნო თითოეული მარტვილელის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე

მარტვილის ახალი მერი გიორგი ნაჭყებია მოვალეობის შესრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგა, ის მერიის თანამშრომლებს სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ წარუდგინა.
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შევუდექი.
ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიზრუნო თითოეული მარტვილელის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე.
დარწმუნებული ვარ, გუნდთან ერთად შევძლებ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა დაპირების შესრულებას – მარტვილის განვითარებას, წინსვლასა და ჩვენი თანაქალაქელების კეთილდღეობაზე ზრუნვას.
კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუხდი მადლობას თითოეულ მარტვილელს მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის!” აცხადებს გიორგი ნაჭყებია.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე ტყებუჩავა: „ფოთი, ჩემთვის დიდი ოჯახი და ჩვენი შვილების მომავალია! „

ილია II: კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული – გილოცავთ და გლოცავთ


