ალექსანდრე ტყებუჩავა: „ფოთი, ჩემთვის დიდი ოჯახი და ჩვენი შვილების მომავალია! „

„ქართული ოცნების“ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ალექსანდრე ტყებუჩავა არჩევენებამდე ერთი დღით ადრე მიმართავას ავრცელებს:
„ძვირფასო ფოთელებო, მოგმართავთ როგორც ამ ქალაქის რიგითი მოქალაქე და ქედს ვიხრი თითოეული თვენგანის წინაშე. მე და ჩემი გუნდი ვაცნობიერებთ რა ამ უდიდეს პასუხისმგებლობას, ვიყოთ თქვენი წარმომადგენელი ქალაქ ფოთის თვითმმართველობაში, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ვემსახუროთ და ვიფიქროთ ჩვენი ქალაქის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაზე.
თოთოეული მოქალაქის მსგავსად, ქალაქ ფოთი ჩემთვისაც საუკეთესო ემოციებთან არის დაკავშირებული და განუყოფელია ჩემი ყოველდღიური საზრუნავისაგან. ფოთი, ჩემთვის დიდი ოჯახი და ჩვენი შვილების მომავალია! გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ფოთის ახალი პოლიტიკური გუნდი ამჟამად უალტერნატივოა წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს შორის. სამწუხაროდ, ვიწრო პოლიტიკურ ჯგუფებს ფოთის (ისევე, როგორც ყველა სხვა სოფლისა თუ ქალაქის) გამოყენება არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის სურთ, ხოლო, ჩვენი გუნდი შორსმიმავალი პროგრამით არის წარმოდგენილი და ემსახურება ქალაქ ფოთის ეფექტურ და გრძელვადიან განვითარებას.
ეს იქნება დაკავშირებული ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობასთან, იმისათვის, რომ სრულფასოვნად ავამოქმედოთ ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ყველა კომპონენტი და გავზარდოთ მისი მაშტაბები. ჩვენი პროგრამა მიმართულია კონკრეტული შიდა სამართლებრივი და ურბანული გეგმების განხორციელებისკენ, რაც მოგვცემს საშუალებას ფოთის თვითმმართველი სტატუსი სრულფასოვნად ავამოქმედოთ. თუ რამემ შეიძლება ხელი შეუშალოს ამ ქალაქის სამომავლო პოლიტიკის ეფექტურად წარმმართვას, ეს იქნება მავანთა ვერაგული ჩანაფიქრის განხორციელება, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და პოლიტიკური შურისძიების მიზნით.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და მოგიწოდებთ, რომ ორი ოქტომბრის არჩევნები უნდა გახდეს გადამწყვეტი ქალაქ ფოთის მომავლისთვის, რაც იქნება გარანტია მისი შეუქცევადი განვითარებისა და წარმატების. ძვირფასო ფოთელებო, ჩვენ, ერთად უნდა შევიდეთ აღმშენებლობის ისეთ ფაზაში, სადაც მთავარი სამიზნე ქალაქი და თავად მისი აღამატებულება ფოთის მოქალაქეები იქნებიან!
მსგავსი სიახლეები

ილია II: კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული – გილოცავთ და გლოცავთ

ალექსანდრე მოწერელია – ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში – მადლობა ნდობისა და მხადაჭერისთვის


