ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით კოდუა იქნება

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დავით კოდუა იქნება. კოდუა აქამდე XI მოწვევის პარლამენტის წევრი და ზუგდიდის დელეგატი იყო. მერობის ახალი კანდიდატი ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.
დავით კოდუას ეკონომიკური განათება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ხოლო სამაგისრო პროგრამა დიდ ბრიტანეთში Cardiff Metropolitan University-ში. დავით კოდუა სხვადასხვა დროს საჯარო და ჯერძო სტრუქტურებში მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, პარლამენტარობამდე 2016-18 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუმებულის მოადგილე.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.




