ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ იზორიაა

ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ იზორია იქნება.
იზორია IX მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ამჟამად კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ჩხოროწყუს მუნიციპალოტეტის მერობის ახალი კანდიდატი ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.
ჯუმბერ იზორია 32 წლის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე, 2012 – 2019 წლებში ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტისწევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
ჯუმბერი იზორია არის ავღანეთის, სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანი.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.




