stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

დათო კოდუა: ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

11.08.2025 / 11 აგვისტო 2025
დათო კოდუა: ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, განცხადებას ავრცელებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მის სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე საუბრობს და სამთავრობო გუნდს ნდობისთვის მადლობას უცხადებს. დათო კოდუა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და გუნდის ახალგაზრდებით დაკომპლექტებაზე საუბრობს:

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატად დავსახელდი. ეს ნამდვილად დიდი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად, თავდაუზოგავად და კეთილსინდისიერად ვიზრუნო ჩემი ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის.

ზუგდიდის მერობა ჩემთვის შესაძლებლობაა რათა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულად, გავხადოთ მიმზიდველი ტურისტებისთვის, შევქმნათ ახალი მიზიდულობის ცენტრები, განვავითაროთ ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სფეროები, ზუგდიდი ნამდვილად არის საქართველოში ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის კერა, რომელსაც კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და პოპულარიზაცია სჭირდება.

მერიაში ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, მათი ხედვებისა და იდეების გათვალისწინება, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მე ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე, განათლების მიღების შემდეგაც აქ დავბრუნდი და შესაძლებლობის მიუხედავად არასდროს მიმიტოვებია, ზუგდიდი ჩემთვის სახლია, რომლის გარეშე ცხოვრებაც არც არასდროს წარმომიდგენია. სწორედ ამიტომაც „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით, მაქსიმუმს გავაკეთებთ ზუგდიდის უკეთესი მომავლისთვის.

დეტალურად ჩემი პროგრამის და ხედვების შესახებ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საზოგადოებაში ვრცლად ვისაუბრებთ. კიდევ უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი და მოქალაქეებზე მორგებული მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. ზუგდიდი უნდა გავხადოთ ქალაქი, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარება მოხდება ახალი შესაძლებლობების შექმნით, ჩვენი საზღვაო ზონა იქცევა სხვადასხვა მიმართულების საფესტივალო კურორტად – რაც მოგვცემს ახალ შესაძლებლობას ტურისტული მიზიდულობისთვის. ანაკლიის პორტი კი არის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორი ზუგდიდის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს და დოვლათს შემოიტანს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.

ჩვენ შევქმნით კომპეტენტურ გუნდს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებზე იმუშავებენ და წარმოადგენენ წინასწარ გათვლილ გეგმებსა და პროექტებს, რომლებიც ამ ქალაქის და მისი სოფლების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ზუგდიდში ძალიან ბევრი გაკეთდა, ამჯერადაც გვაქვს გამოწვევები, საჭიროებები, რომელთა იდენტიფიცირება უკვე მოვახდინეთ – თავდაუზოგავი შრომითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდი მხარდაჭერით ჩვენ მოვახდენთ თითოეულზე რეაგირებას და მისი მოგვარების ეტაპებზე ინფორმირებული და ჩართული იქნება უშუალოდ საკითხით დაინტერესებული მოსახლეობა.

მინდა გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს! განსაკუთრებული მადლობა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ლიდერებს, რომელთა თანადგომა ზუგდიდისთვის ბევრი კარგი საქმის კეთების გარანტია.

ძალა, რომელსაც ამ ქვეყნაში მშვიდობა და განვითარება შეუძლია არის „ქართული ოცნება“ – რომლის უზრუნველყოფაც ჩვენი ამომრჩევლის გარეშე შეუძლებელია, მადლობა ამომრჩეველს, რომელიც გვენდობა და გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ხალხს.

მშვიდობა საქათველოს, მეტი სიკეთე ზუგდიდს!“ – წერს დათო კოდუა.

დათო კოდუა აქამდე XI მოწვევის პარლამენტის წევრი და ზუგდიდის დელეგატი იყო. მერობის ახალი კანდიდატი ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

დათო კოდუას ეკონომიკური განათება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ხოლო სამაგისრო პროგრამა დიდ ბრიტანეთში Cardiff Metropolitan University-ში. დათო კოდუა სხვადასხვა დროს საჯარო და ჯერძო სტრუქტურებში მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, პარლამენტარობამდე 2016-18 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუმებულის მოადგილე.

წინა პოსტი

ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ იზორიაა

შემდეგი პოსტი

ბექა ვაჭარაძე: დიდი პატივია, როცა მმართველი გუნდი განდობს იმ საქმის გაგრძელებას, რომელსაც მთელი გულით ემსახურები

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა