აპირებს თუ არა მოსვლას “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ახალი გუნდით?

ზუგდიდში შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ახალი მერი სავარაუდოდ ახალ გუნდს ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ STV-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ახალი ამბების სააგენტოს სანდო წყაროს ინფორმაციით, ახალ მერს ორი ვიცე მერი ეყოლება.
ცნობილი ექიმების შთამომავალი კოკა უბერი, რომელმაც შავი ზღვის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა, პირველი ვიცე მერის თანამდებობას დაიკავებს. კოკა უბერი სწავლის დასრულების შემდებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
რაც შეეხება მეორე ვიცე მერს, ამ თანამდებობისთვის ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა, ზუგდიდელი დავით ფარცვანია მოაიზრება.
ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. კოკა უბერი და დავით ფარცვანია მეგობრებთან ერთად “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.




