გიორგი შენგელია – მე ვამბობ იმას რისი გაკეთებაც შემიძლია

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი(გეგა) შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩევლებს შეხვდა და პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გააცნო.
კანდიდიატი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა:
,,მე ვამბობ იმას რისი გაკეთებაც შემიძლია და რა პრობლემების მოგვარებასაც ვაპირებ, არასდროს მოგატყუებთ და არასდროს შეგპირდებით იმას რასაც ვერ გავაკეთებ. მე მოვდივარ თქვენთან კონკრეტული გეგმებით და ხედვებით, მზად ვარ ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთსობისთვის ბოლომდე დავიხარჯო“ – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ცაიშში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.
,,ცაიშში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამბულატორიაა, რომელიც ავარიულია და იქ შესვლაც კი სახიფათოა, ამ საკითხის მოგვარებას წელსვე მოვახდენთ, ამბულატორია განთავსდება ადმინსიტრაციულ შენობაში, სადაც მოხდება ოთახების რეაბილიტაცია. ცაიშს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია. ასევე მოხდება ცაიში-ოქტომბერის გზის რეაბილიტაცია“ – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.




