ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, პარტიის გუნდის წევრებს შეხვდა

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია პარტიის გუნდის წევრებს შეხვდა
„საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, დღეს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს შევხვდი, გავაცანით ჩვენი სტრატეგია, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე და მათგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა, ნდობა და ენერგია. მე ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი ვარ, რომელსაც ერგო ის პატივი და პასუხისმგებლობა, რომ ვყოფილიყავი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი.
ის გამარჯვებები რაც ჩვენმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში მოიპოვა სწორედ ამ ადამიანების დაუღალავი შრომის და ჩვენი ზუგდიდელების დიდი მხარდაჭერის შედეგია. გამარჯვების შემდეგ ჩვენ გვექნება 24 საათიანი მუშაობა, ფიქრი და მსჯელობა თუ როგორ უნდა განვავითაროთ უფრო მეტად ჩვენი მუნიციპალიტეტი და მივცეთ მეტი შესაძლებლობა აქ მცხოვრებ მოქალაქეებს“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
გუნდის წინაშე მამუკა წოწერიას მერობის კანდიდატის რანგში წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.




