ზუგდიდის მერობის კანდიდატი ჭითაწყარის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი შენგელია ამჯერად, ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
გასულ წელს კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი განხორციელდა, აღნიშნულ გზაზე მეორე ეტაპის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, დარჩენილია, 460 მეტრიანი მონაკვეთი, აღნიშული სამუშაოებისთვის კი, 383 000 ლარია გამოყოფილი.
გარდა ამისა, ჭითაწყარში მოიხრეშა შიდა გზები, მოეწყო სანიაღვრე არხები, სკვერები, სათამაშო მოედნები, გარე განათების ბოძები, ხოლო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებს კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მრავალბინიანი სახლების სახურავის აღდგენა. რაც შეეხება ჭითაწყარში განსახორციელებელ პროექტებს, სოფელში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. 2019 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალურ გზაზე და მიმდებარე შესასვლელებში სანიაღვრე არხები მოწესრიგდება.




