ზუგდიდელი ნიკოლოზ ჯალაღონია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ზუგდიდელი ნიკოლოზ ჯალაღონია ევროპის ვიცე-ჩემპიონია.
მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა (U15) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ნიკოლოზ ჯალაღონიამ, 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ძალოსანმა კონტინენტის პირველობისთვის ატაცში 119 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ჯალაღონიამ აკვრაში დაძლეული 149 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 268 კილოგრამით კი კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნიკოლოზ ჯალაღონიამ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. სპორტსმენმა ქვეყნის სარეკორდო ზღვარს ატაცში 5, აკვრაში 7, ორჭიდში კი 13 კილოგრამით გადააჭარბა.
ნიკოლოზ ჯალაღონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის, სოფელ რიყის ძალოსანთა დარბაზის აღსაზრდელია.




