სენაკში ზვიად ბოლქვაძის საავტორო კონცერტი ჩატარდა

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო მუსიკის კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მომღერალი ნეკა სებისკვერაძე მუსიკალურ ბენდთან ერთად მონაწილეობდა.
პროექტის – ,,ზვიად ბოლქვაძის საავტორო მუსიკის კონცერტები რეგიონებში” წარმდგენია საქართველოს კულტურის სამინისტრო.
საავტორო მუსიკის კონცერტს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.




