ანაკლიაში სეზონი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტით გაიხსნა

ანაკლიაში საზაფხულო სეზონი ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭების,“ ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის კონცერტით გაიხსნა.
მუსიკალური საღამოები ანაკლიაში 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
18 ივლისს ანაკლიაში 12:00 საათიდან დაიწყება სპორტული ღონისძიებები. 20:00 საათზე ჯგუფი ,,ურსას“ კონცერტი გაიმართება.
19 ივლისს კი, ანაკლიაში ელენე ფოჩხუასა და ბენდის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზუგდიდის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ( DMO) მხარდაჭერით იმართება.




