რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა. ინფორმაციას რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ავრცელებს.
„ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.
სერვისში შედის:
ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული მკურნალობაც.
ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი“ – აცხადებენ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.



