ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. იმუნიზაციის აუცილებლობაზე პარლამენტის წევრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს:
,,დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავიცერი. მიუხედავად იმისა, რომ Covid 19 გადატანილი მაქვს და ანტისხეულებიც გამომუშავებული – ვაქცინაცია აუცილებელია. ონლაინ რეგისტრაცია მარტივად გავიარე, კლინიკაში ნაკადის მართვა მოწესრიგებულია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე კომფორტულ გარემოში ხდება იმუნიზაცია. ყოველდღიურად ვირუსს ათობით ჩვენი თანამოქალაქე ეწირება, საავადმყოფოებში ინფიცირებული პაციენტების მართვა ექიმებს 24 საათიან რეჟიმში უწევთ, ყველა რესურსი ამოწურვადია, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ ავიცრათ, რადგან ერთადერთი გზა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად და ვირუსის დასამარცხებლად მხოლოდ ვაქცინაციაა. გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს” – წერს ირაკლი ჩიქოვანი.




