ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მოზარდიდან ერთის გადაყვანა ქუთაისში იგეგმება

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მოზარდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მისი გადაყვანა დასავლეთის ინტერვენციულ ცენტრში იგეგმება.
დაშავებული მეორე მოზარდიც დაზიანებებით ზუგდიდის საავადმყოფოშია შეყვანილი. მესამე მოზარდი კი ბინაზე გაეწერა.
შემთხვევა ამაღამ მოხდა, მოზარდები გზაზე გადადიოდნენ რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ზუგდიდის საავადმყოფოში შეკრებილი არიან დაშავებული მოზარდების ოჯახის წევრები ,ახლობლები და მეგობრები, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



