აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 20-21 აპრილს ზუგდიდში ავტობუსები უფასოდ და სპეციალური განრიგით იმოძრავებენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 08:00- საათიდან, 15 -საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობუსები გავლენ მაცხოვრისკარის, საჯვარო და საანგუროს სასაფლაოს, ქაფათის სასაფლაოს, ჭითაწყარის I და II სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო რკინიგზის სადგურიდან საკონსერვოსა და ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.




