ზუგდიდში სტუდენტები და მასწავლებლები უფასოდ მგზავრობენ

ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით 17 სექტემბრიდან უფასოდ მგზავრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 000 ლარია გამოყოფილი.
„პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები შესაბამისი დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა. სპეციალური ბარათები მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარედგინოს. აღნიშნული ინიციატივა ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო“,- ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 20-21 აპრილს ზუგდიდში ავტობუსები უფასოდ და სპეციალური განრიგით იმოძრავებენ


