ხელისუფლების წარმომადგენლებმა კირცხში ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კირცხის #1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სკოლის ეზო დაათვალიერეს, სადაც მრავალსაუკუნოვანი ძელქვებია გაშენებული.
სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ .
პროექტი , გარდა შენობის რეაბილიტაციისა, სკოლის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება.ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ოჩხომურის კორპუსში გრძელდება.
მხარის გუბერნატორი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ოჩხომურის კორპუსშიც იმყოფებოდა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ასევე, სოფელ კირცხში, საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.




