ხობში „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტი გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ,,თეატრალურის კვარტეტის’’ კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერი მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურული ღონისძიება – „გაზაფხულის საღამო“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.




