,,ბედნიერების ფონდმა” ბედნიერების კვირეული ჩაატარა

გაეროს მდგრადი განვითრების ქსელის მიერ ბედნიერების საერთაშორის დღის აღსანიშნავად 2025 წლის თემად გამოცხადდა ,,ზრუნვა და გაზიარება!“
,,ბედნიერების ფონდმა 20 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით წარმატებით ჩაატარა ბედნიერების კვირეული შესანიშნავ სპიკერებთან ერთად.
კვირეულის ფარგლებში ასობით ადამიანმა მიიღო სასარგებლო ცოდნა, პრაქტიკული რჩევები, სასიამოვნო განცდები და შთაბეჭდილებები. კვირეულიდან შემოსული თანხა მოხმარდება ფონდის ბენეფიციარებს – აივ/ შიდსის ვირუსის მქონე ბავშვებს.
ბედნიერების ფონდი მადლობას უხდის სპიკერებს ბედნიერების კვირეულში უანგარო მონაწილეობისთვის და სპიკერებთან ერთად ყველა მონაწილეს და შემომწირველს მხარდაჭერისთვის.
საინფორმაციო მხარდაჭერისთვის STV.ge და დადიანი პროდაქშენს.
ბედნიერების ფონდი აგრძელებს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას და 27 მარტს იწყება ორკვირიანი უფასო სასწავლო კურსი ქალთა შესაძლებლობების განვითარებისთვის ,,(გა)მართე გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისთვის“, რომლის სპონსორი არის ლელა გრისბახი, ემიგრანტი გერმანიიდან, დოქტორანტი, უნივერსიტეტის ლექტორი, მენეჯერი და სოციალური სტარტაპერი.
კურსის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 40 ქალს მიეცემა შესაძლებლობა არა მხოლოდ უანგაროდ გაიაროს ორკვირიანი სასწავლო კურსი, არამედ საჩუქარად მიიღოს ინსპირაციული ბარათები მიზნის რელიზაციისა და წარმატებისთვის” – ნათქვამია ბედნიერების ფონდის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




