ჩხოროწყუს მერი სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებს შეხვდა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მოადგილესთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025-ის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ სკოლებს წარმატება მიულოცა და სპორტული ფორმები გადასცა.
სპორტული ფორმები მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის 94-მა მოსწავლემ მიიღო.
მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ტარდება.
რეგიონალურ შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდები ზონალურ ეტაპზე იასპარეზებენ.




