ჟიული შარტავას დაბადების დღე მშობლიურ სენაკში აღნიშნეს

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეს, გმირის მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
„ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კოტე ბასარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.
ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, გაიმართა ჟიულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
კვირეულის ფარგლებში, გმირის სახელობის სკოლაში – თემატური გაკვეთილი, სენაკის ტექნოპარკში – კონკურს-ვიქტორინა: ,,სენაკი – გმირების ქალაქი” – გაუმართება.
დასკვნით ღონისძიებებს, 17:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი” სპექტაკლი – ,,ჯვარცმული ბედნიერება” დაასრულებს“ – ნათქვამია მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.






