აბაშის მერმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილეებთან ერთად, მრავალშვილიან დედებს პირადად მიულოცა დედის დღე და საჩუქები გადასცა.
„ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს, მინდა ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და შვილების კეთილდღეობა, დედობა ხომ ფასდაუდებელი საქმეა. ჩვენი სამშობლო ყოველთვის დედების გმირობასა და თავდადებაზე იდგა, მათი სიმტკიცე და გამძლეობაა იმ ძლიერი ოჯახების საყრდენი, რომლებიც საამაყო თაობებს ზრდიან. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, სიხარულს, სამშობლოს ერთგული და საამაყო შვილების აღზრდას, ბედნიერ დედობას. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!“- განაცხადა გიგა გაბელაიამ.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.







