ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტი განთავსდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზუგდიდში, გურამ გაბესკირიას ბიუსტი განთავსდება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 2 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.
,,მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში, სადაც უკვე შექმნილია საქართველოს ეროვნულ გმირთა (მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა, გენო ადამია, მამია ალასანია) სახვითი ხელოვნების ქანდაკებების გალერეა, მალე გურამ გაბისკირიას ბიუსტიც განთავსდება” – აღნიშნავენ ზუგდიდის მერიაში.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2017 წლის ოქტომბერში გურამ გაბესკირიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა ოკუპირებილ აფხაზეთსი და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.
შენიშვნა: მოცემული ფოტო წარმოადგენს ესკიზს.


![ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2025/05/500279843_1107428274745859_7843030015304941175_n-960x569.jpg)

