ვანო ბურდული: სპეციალური ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს

უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვანო ბურდულის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეციალური ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და გზები იწმინდება.
ბურდულის განცხადებით, ტრანსპორტი ყველა მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებები ფიქსირდება.




![24 საათიან რეჟიმში COVID-თან ბრძოლაში – ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო [ფოტორეპორტაჟი]](https://api.stv.ge/uploads/2020/04/93335157_1147527915588005_8552408938748837888_n-960x702.jpg)