ზუგდიდში 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი მიულოცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და მის მოადგილეებთან ერთად, შობა-ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
,,უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ახალი წლის დადგომას ადამიანებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის, უსაფრთხოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. ფასდაუდებელია მათი შრომა. მინდა თოთოეულ თქვენგანს გისურვოთ ჯანის სიმრთელე, სულის სიმხნევე, მშვიდობა და სიკეთე. კიდევ დიდხანს ყოფილიყავით ხალხისა და ქვეყნის სამსახურში“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ხელისუფლების წარმომადგენლები რუხის საგუშაგოზე, საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, სამშობიაროში, სასწარაფო დახმარების ცენტრში, სამხარეო პოლიციასა და პოლიციის მთავარ სამმართველოს დეპარტამენტში იმყოფებოდნენ, მათ სასაჩუქრე კალათები გადასცეს და მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვეს.




