8-9 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სავნეთში ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ანაკლია, ფოთი): 8-9 თებერვალს შედარებით ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, სენაკი) 8-9 თებერვალს შედარებით ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 8-9 თებერვალს ზოგან თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

სამეგრელო-ზემო სვანეთის და ხერსონის გუბერნატორებმა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს


