ჩხოროწყუს მერმა სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, მოადგილე თამარ ქობალიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან და მერის წარმოამდგენელთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სახლში ესტუმრა, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
სხვადასხვა სახის პროდუქტისგან შემდგარი საახალწლო ნობათი სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობოლ ბავშვებს, ვეტერანებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ.
ასევე, სახაალწლო ნობათს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის ოჯახები „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ჩხოროწყუს ფილიალისგან, მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიიღებენ.
საახალწლო ნობათს სულ 200-მდე ოჯახი მიიღებს.



