მარტვილის მოზარდ მაყურებელთა თეატრამ „კონკიას“ პემიერა გამართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაია და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოზარდ მაყურებელთა თეატრის საბავშვო სპექტაკლ „კონკიას“ საპრემიერო ჩვენებას დაესწრნენ.
სპექტაკლის პრემიერა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში შედგა.
„კონკია“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის პირველი სპექტაკლია, რომელშიც მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ლევან გაბრიჭიძე.
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის ბაზაზე შეიქმნა.



![დავით ფარცვანიამ შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/10/74673260_2524790041138352_3606132078766194688_n.jpg)
