ყოფილი გუბერნატორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„გიორგი გუგუჩიას კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა წარადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტისათვის გიორგი გუგუჩიას გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გუგუჩიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული „ქართული ოცნების“ საპარლამებნტო სიაში 97 ნომრად იყო წარმოდგენილი, მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 10 დეკემბერს მიენიჭა, ყოფილი გუბერნატორის პარლამეტში მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლედ შევიდა, გუგუჩიასთან ერთად პარლამენტის წევრი კიდევ რვა დეპუტატი გახდა, ისინი სხვა დეპუტატების ადგილმონაცვლედ შევიდნენ.




