ბურდულის განცხადებით, წალენჯიხის მერია მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ლიის ბაღის აღჭურვას ვერ შეძლებს და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
საბავშო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი.
ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.
დასრულებული პროექტი წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამაუკა ქარდავა ერთად დაათვალიერეს.
როგორც ვანო ბურდული აცხადებს, როდესაც კონკრეტული შენობა-ნაგებობის თუ განხორციელებული პროექტის ექსპლუატაცია მოხდება, განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს უნდა დაეთმოს.არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატარებს ეხება.
წალენჯიხის მერის მოვალების შემსრულებლის ვანო ბურდულის თქმით, ბაღის სათანადო ტექნიკური ინვენტარით და ავეჯით აღჭურვას წალენჯიხის მუნიციპალიეტეტი მისი მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვერ შესძლებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა მოხდეს ლიის ბაღის ინვენტარიზაცია.
მსგავსი სიახლეები

აბაშის მერია: ბაღის ატრაქციონებთან დაკავშირებით ალექსანდრე მოწერელია ტყუის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს

სენაკის მერია ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა ხანდაზმულს ეხმარება


